saqarTvelos mdinareebi - imerxevi
მდინარე შავშეთისწყლის (ახლანდელი სახელწოდება ბერთა, თურქეთი) მეორე სახელწოდება. იმერხევი ერქვა აგრეთვე ტერიტორიულ რეგიონსაც, რომელიც ისტორიულ შავშეთში შედიოდა. ვარაუდობენ, რომ ფეოდალურ ხანაში ადმინისტრაციული ერთული იყო. XVI საუკუნეში იგი საქართველოს სხვა მიწებთან ერთად ოსმალებმა მიიტაცა. ქართული მოსახლეობით დასახლებული ეს მხარე ახლა თურქეთის ფარგლებშია.